ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიზნით, ირანში მალე რუსული MIR-ის საგადახდო სისტემა ამოქმედდება, რომელიც ორი ქვეყნის საფინანსო სისტემებს, ბანკებსა და ორგანიზაციებს ერთმანეთთან დააკავშირებს.
გარდა ამისა, მოხდება MIR-ისა და ირანული Shetab-ის სისტემების სრული სინქრონიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის და ირანის მოქალაქეები ერთმანეთის საბანკო სისტემებით, ATM-აპარატებითა და პლატფორმებით შეუფერხებლად ისარგებლებენ.
როგორც ცნობილია, სინქრონიზაცია წლის ბოლომდე დასრულდება და 2025 წლიდან მომხმარებლები შეუფერხებლად შეძლებენ ფინანსური სერვისების მიღებას.
რაც შეეხება უშუალოდ Mir-ს, ეს არის Visa-ს, Mastercard-ისა და Amex-ის რუსული ალტერნატივა, რომელიც 2015 წელს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მიზნით შეიქმნა. როგორც ცნობილია, Mir-ის ბარათს რუსეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ფლობს და აღნიშნული სისტემა აქტიურად გამოიყენება დსთ-ის ქვეყნებში.