მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანში სკოლაზე იერიშს 85 მოსწავლე ემსხვერპლა - მედია

დაბომბილი სკოლა ირანში

სამხრეთ ირანში, ჰორმოზგანის პროვინციაში მდებარე გოგონათა დაწყებით სკოლაზე ისრაელის სარაკეტო იერიშს 85 მოსწავლე ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას France 24-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 80-მდე მოსწავლე დაშავდა, ხოლო ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მცირეწლოვნების ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. მომხდარს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ირანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული პასუხგაუცემელი არ დარჩება. მძიმე ჰუმანიტარული ვითარების ფონზე, დაზარალებულ რეგიონში სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, დღეს დილიდან, ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიან სამხედრო კამპანიას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ახორციელებენ და მათი ერთობლივი მიზანი სტრატეგიული და სამხედრო ობიექტების განადგურებაა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს კაბინეტში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს უარყოფენ და მსხვერპლს ირანული სამხედრო შენაერთების მიერ დასახლებული პუნქტების ფარად გამოყენებას უკავშირებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები