მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა

რიალი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ახალი სანქციების გამოცხადების გამო, ირანის ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა. უფრო კონკრეტულად $1-ის გაცვლითმა კურსმა 1,040,000 რიალს მიაღწია, რაც ირანული ვალუტის ისტორიული ანტირეკორდია.

ექსპერტების შეფასებით, ტრამპი ირანს ეკონომიკურ ბლოკადაში მოაქცევს, რაც მის ვალუტაზე ნეგატიურად აისახება. ამაზე, სანქციების გარდა, ისიც მეტყველებს, რომ აშშ-რუსეთის მოლაპარაკების პროცესში ვაშინგტონის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ისაა, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება არასოდეს უნდა მიეცეს.

ასევე არსებობს მოლოდინი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ისრაელი ირანის წინააღმდეგ სამხედრო აქტივობას გააძლიერებს, რაც რიალის დამატებით გაუფასურებას გამოიწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები