მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანულმა დრონებმა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზე იერიში მიიტანეს - ფრენები შეწყდა

ქუვეითი

ირანულმა დრონებმა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზე იერიში მიიტანეს. არსებული ინფორმაციით, ირანული უპილოტო საფრენი აპარატების აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, თუმცა, ოფიციალური უწყების განცხადებით, მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწიათ. თავად შენობამ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიიღო, რის გამოც სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ყველა რეისი ალტერნატიულ აეროპორტებში სასწრაფოდ გადაამისამართა.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა ქუვეითის თავდაცვის სამინისტრო, სადაც მომხდარს კრიმინალური აგრესია უწოდეს.

ცნობისთვის, ქუვეითის აეროპორტზე მიტანილი იერიში პირდაპირ კავშირშია აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირების განახლებასთან. როგორც ცნობილია, პირდაპირი მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ სპარსეთის ყურეში ორი ქვეყნის სამხედრო ძალებმა ერთმანეთზე იერიშები განაახლეს. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ამერიკული მხარე კეშმის კუნძულზე მდებარე კავშირგაბმულობის კოშკზე თავდასხმაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, ირანულმა შენაერთებმა რეგიონში არსებულ ამერიკულ საჰაერო ბაზაზე, ვერტმფრენებსა და აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინაზე მასშტაბური დარტყმები განახორციელეს.

აღსანიშნი ფაქტია, რომ ქუვეითი არ არის სპარსეთის ყურის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ირანიდან გაშვებული დრონები ბაჰრეინშიც ჩამოვარდა. შექმნილი კრიტიკული მდგომარეობის გამო არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მეზობელ და მოკავშირე ქვეყნებს მობილიზებისკენ მოუწოდა. საამიროების პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, რეგიონის სახელმწიფოების მხრიდან ერთიანი და მტკიცე პოზიციის დაფიქსირება აუცილებელია, რადგან ირანის აგრესია საფრთხეს ყურის თითოეულ ქვეყანას უქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები