გასულ ღამეს ირანმა ბაჰრეინის უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო პროვაიდერ Batelco-ზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა, საუბარია კომპანიაზე, რომელიც ქვეყანაში ამერიკულ მონაცემთა ინდუსტრიის გიგანტს, Amazon Web Services წარმოადგენს და ინფრასტრუქტურას აწვდის.
არსებული ინფორმაციით, ქალაქ ჰამალაში მდებარე ობიექტებზე მიტანილმა საჰაერო იერიშებმა მონაცემთა ცენტრების სტრუქტურული დაზიანება და ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბური შეფერხება გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ ეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ 18 დასავლური კომპანიის მიზანში ამოღების შემდეგ განხორციელებული პირველი იერიშია. სავარაუდოა, რომ IRGC Amazon-ის შვილობილ კომპანიაზე დარტყმას არ დასჯერდება და შეტევას Microsoft-ისა და Google-ის ინფრასტრუქტურაზეც მიიტანს, რადგან თეირანი მათ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებად აცხადებს.
Reuters-თან საუბრისას Amazon-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ რეგიონში მიმდინარე ომის გამო კომპანიის ოპერაციები ბოლო ერთი თვის განმავლობაში სერიოზული საფრთხის წინაშე უკვე მეორედ დადგა.




























