მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანზე აშშ-ის თავდასხმის შემდეგ ნავთობის მეტად გაძვირებას ვარაუდობენ

ნავთობის ჭაბურღილი

ორშაბათს დილით, აზიაში ენერგეტიკულ ბაზრებზე ვაჭრობის დაწყებისას, ნავთობის გლობალური ფასების ზრდაა მოსალოდნელი.

აღსანიშნავია, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა ნავთობის ფასზე უკვე მოახდინა გავლენა და ისრაელ-ირანის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა. აშშ-ის მიერ ირანის სამი ძირითადი ბირთვული ობიექტის დაბომბვამ კი დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა, რაც სავარაუდოა, რომ ორშაბათს, ბირჟების გახსნისას აისახება ფასებზე.

„აშშ-ის თავდასხმებმა კონფლიქტი ახალ დონეზე აიყვანა და ბევრი შიშობს, რომ ეს ცუდ სიტუაციას მხოლოდ გააუარესებს.

ეს შიში აისახება ნავთობის ფასებზე დამატებულ უფრო მაღალ გეოპოლიტიკურ პრემიაში - არავინ იცის, რამდენად დიდ გავლენას ახდენს ეს, მაგრამ, როგორც წესი, რაც უფრო დიდია შიში, მით უფრო დიდია პრემია“, - განუცხადა BBC-ს Crystol Energy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კეროლ ნახლემ.

Brent-ის ფასმა სავაჭრო კვირა პარასკევს ბარელზე 77.01 დოლარით დახურა, ბოლო თვეში თითქმის 20%-ით ზრდის შემდეგ.

ამ ზრდის მიუხედავად, ნავთობის ფასები ამჟამად კვლავ დაბალია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები