მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირღვევა თუ არა ბანკებში სადაზღვევო პაკეტების შეთავაზებისას კონკურენცია?

BM.GE
12.12.22 15:41
250
კონკურენციის სააგენტომ ბანკებში სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზების მონიტორინგი დაიწყო. აღნიშნული მონიტორინგი - “დაზღვევის კავშირის” მომართვის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფინანსური ორგანიზაციების (ბანკების) მიერ სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვა კვლავ გამოწვევად რჩება. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ბაზრის მონიტორინგის პროცესი საქართველოს ეროვნულ ბანკთან და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად აქტიური კოორდინაციის ფორმატში განხორციელდება. რა ინფორმაცია მიაწოდა დაზღვევის კავშირმა კონკურენციის სააგენტოს და რა გამოწვევებია ბაზარზე?!

სტუმარი: ლაშა ნიკოლაძე - „დაზღვევის კავშირის“ თავმჯდომარე

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები