მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირინა მილორავამ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორის თანამდებობა დატოვა

ენერგეტიკული ბირჟა

ირინა მილორავა საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი აღარაა. ინფორმაცია bm.ge-ის თავად ირინა მილორავამ დაუდასტურა და ირწმუნება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება  ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების ერთი წლით გადავადებას არ უკავშირდება.

„რატომ წავედი? - ვფიქრობ, ის, რაც უნდა გამეკეთებინა, ამ ეტაპზე გაკეთებულია. ორივე - დღით ადრე და დღიური ბაზარი ამოქმედებისთვის მზად არის“, - ამბობს ის.

ირინა მილორავა საქმიანობას ენერგეტიკის საკითხებში დამოუკიდებელი კონსულტანტის ამპლუაში გააგრძელებს.

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟას ამ დროისთვის ახალი დირექტორი არ ჰყავს. დირექტორის მოვალეობას ირინა მილორავას მოადგილე ირაკლი გალდავა ასრულებს.

საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის გახსნის ფარგლებში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება მიმდინარე წლის ზაფხულში, მეექვსედ, ერთი წლით გადავადდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები