მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირლანდიის თავშესაფრებში მცხოვრებთა შორის საქართველოს მოქალაქეები რაოდენობით პირველ ადგილზე არიან

64c0ae9fb4ce5
BM.GE
25.07.23 14:21
941
ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში მყოფებს შორის პირველ ადგილს საქართველოს მოქალაქეები იკავებენ. ამის შესახებ ირლანდიის ბავშვთა, თანასწორობის, შშმ პირების, ინტეგრაციისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტატისტიკიდან ირკვევა.

კერძოდ, მონაცემების მიხედვით, რომლის გამოქვეყნების თარიღად 16 ივლისია მითითებული, ირლანდიის თავშესაფრებში 3 473 ქართველი ცხოვრობს. მას მოჰყვება ნიგერია, ალჟირი, სომალია, ზიმბაბვე, ავღანეთი და ა.შ. აღსანიშნია, რომ ირლანდიის თავშესაფრებში უკრაინის მხოლოდ 402 მოქალაქე ცხოვრობს, რუსეთის - 44, თურქეთის კი 41.

ცნობისთვის, ირლანდიური მედია განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის შესახებ აქტიურად წერს. ირლანდიის ლტოლვილთა საბჭოს ცნობით, 2022 წლის იანვრიდან ივნისამდე საქართველოს მოქალაქეების 256 აპლიკაცია განიხილეს, მათგან მხოლოდ 20%-მა მიიღო ლტოლვილის სტატუსი.

„ირლანდია არ არის ერთადერთი ქვეყანა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთათვის. ქართველები ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელი ჯგუფების ტოპ ათეულშია 2021 წლის მაისის შემდეგ, თითქმის ყოველ თვეში“, - წერს ირლანდიის ლტოლვილთა საბჭო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები