მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ის, რაც ახლა მიმდინარეობს, არის საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი

საპენსიო ფონდზე ძალიან მავნებლური კანონი მზადდება - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზოციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგებლების მიღებაზე განაცხადა, რომელთაც „ქართულ ქარტიას“ მოაწერეს ხელი.

"მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე. ეს ცოტა უფრო ტექნიკური და რთული საკითხია. ეს არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი მიღწევა რომ შეიქმნა საპენსიო ფონდი და ამით შეეძლო "ოცნებას" ამით თავი მოეწონებინა, მაგრამ ის, რაც ახლა მიმდინარეობს, ეს არის საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა და ძალიან საშიში მიმართულებაა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო პერიოდში მთელი ყურადღება "რუსულ კანონზე" იყო, რის გამოც იგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების სხვა გადაწყვეტილებებს სათანადო ყურადღება ვერ მიექცა. მან მაგალითად მოიყვანა, „ოფშორების კანონი", საარჩევნო კოდექსში ცვლილებები და საპენსიო ფონდში ცვლილებები.

„ამ ბოლო პერიოდში ჩვენ ნაკლებად გვაქვს დრო და საშუალება, რომ მივაქციოთ ყურადღება დანარჩენ კანონებს, რაც მიღებულია სასწრაფო ტემპით, აჩქარებული პროცედურებით. მთელი ფოკუსი არის „რუსულ კანონზე“ და ჩვენ არ მივაქციეთ იმდენი ყურადღება, რაც საჭირო იყო.

მაგალითად „ოფშორების კანონს“, რომელიც არის ყველაფერი გარდა გამჭვირვალობისა. ეს სიტყვა ძალიან მოსწონთ ხოლმე, მაგრამ არა ყოველთვის და ამ შემთხვევაში ტოტალურად არაგამჭვირვალე კანონია, რომელიც ქვეყანას ხსნის ყველასთვის უცნობი სხვადასხვა კაპიტალისთვის.

ასევე, ცვლილებები იქნა კიდევ მიღებული, რომელიც აუარესებს საარჩევნო კოდექსს, მაგრამ არა უშავს, ამასაც გავუმკლავდებით.

მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე. ეს ცოტა უფრო ტექნიკური და რთული საკითხია. ის, რაც ახლა მიმდინარეობს, ეს არის საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა და ძალიან საშიში მიმართულებაა", - განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ანაკლიის პორტზე, რისი მშენებლობაც ჩინურმა კომპანიამ მთავრობასთან პარტნიორობაში უნდა დაიწყოს.

"აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა ამ დოზით, ასევე, არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები