ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნუგზარ კევლიშვილი BMGTV-ს გადაცემაში "საქმიანი დილა" იმ კრიზისულ სიტუაციაზე საუბრობს, რის წინაშეც დარგი დგას.
მისი შეფასებით, სექტორი ძალიან მძიმედან უმძიმეს ეტაპზე გადავიდა. ახლა კი, თუ ეს სექტორი არ იარსებებს, საქართველოს ეკონომიკას ძალიან გაუჭირდება.
„ბიზნესს, ყველა დროს საკმაოდ რთულ პირობებში გვიხდებოდა მუშაობა. იმის თქმა, რომ მსხვილი ბიზნესი როდისმე საქართველოში თავისუფალი იყო, არის ტყუილი. არასდროს არ ყოფილა. ყოველთვის პრობლემები ჰქონდა და ყოველთვის დამოკიდებული იყო მთავრობაზე. ჩვენი დარგი ძალიან მძიმედან უმძიმეს მდგომარეობამდე მივიდა. ეს სექტორი თუ აღარ იარსებებს, ძალიან გაუჭირდება ეკონომიკას.
ბიზნესში არსებობს ხალხი დღემდე, ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ მთავრობა სწორი მიმართულებით მიდის. არსებობს ხალხის კატეგორია, რომლებსაც ეშინიათ და საკმაოდ დიდია მათი წილი. ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ. ასე ადვილი არ არის შენი აზრის გამოთქმა. ჩვენ სამწუხაროდ შვეიცარიაში არ ვცხოვრობთ. პლუს არსებობს ალტერნატიული აზრი", - ამბობს ნუგზარ კევლიშვილი.