მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ის შემდეგია" - ტრამპი კოლუმბიის პრეზიდენტს ემუქრება

აშშ - კოლუმბია
BM. GE
11.12.25 22:40
396

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოლუმბიის პრეზიდენტ გუსტავო პეტროს გაფრთხილება გაუგზავნა. მისივე თქმით, თუკი კოლუმბია თავის მიწისქვეშა ნარკოვაჭრობას არ მიხედავს, ვენესუელის შემდეგ, აშშ-ის შემდეგი სამიზნე სწორედ ის იქნება. ეს არის ერთ-ერთი ეპიზოდი დაპირისპირებათა იმ სერიიდან, რომელშიც ოფიციალური ვაშინგტონი სამხრეთ ამერიკის რეგიონში სამხედრო ძალის გამოყენებით ნარკოვაჭრობის ლიკვიდაციას ცდილობს.

ტრამპის განცხადებით, კოლუმბიაში "კოკაინის ქარხნები" მუშაობენ, რომლის პროდუქციაც აშშ-ის ტერიტორიაზე შემოდის.

ოფიციალურ ბოგოტაში განმარტავენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება "სუფთა დეზინფორმაციაა" და არ ასახავს იმ ძალისხმევას, რომელსაც ქვეყნის მთავრობა იჩენს ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში. პრეზიდენტ პეტროს თქმით, ტრამპის ნათქვამი "უპატივცემულობაა დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტისადმი" და დასძინა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება. მან მოუწოდა ოფიციალურ ვაშინგტონს, რომ "იაგუარი არ გააღვიძოს."

შეგახსენებთ, რომ ორ პრეზიდენტს შორის არსებული უთანხმოებას ბოლო პერიოდში აშშ-ის მიერ გუსტავო პეტროს დასანქცირება და მიგრანტების დეპორტაცია მოყვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები