მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ისედაც გვიჭირს ბიზნესში აზრიანი კადრების გაჩერება და მათ პირდაპირ ვეუბნებით წადითო?!" - GEC Consulting

გიორგი სიმონგულაშვილი

GEC Consulting-ის მმართველი პარტნიორის, გიორგი სიმონგულაშვილის განცხადებით, არსებულმა სიტუაციამ შეიძლება ქვეყანა იზოლაციამდე მიიყვანოს, რაც პატარა ბიზნესების სიკვდილის ტოლფასი იქნება. ამის შესახებ სიმონგულაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ ისაუბრა.

მისივე განმარტებით, საქართველოში კადრების დეფიციტი კვლავ მოუგვარებელი პრობლემაა. განსაკუთრებით, ინტელექტუალი კადრების, რომლების ისედაც დიდი დოზით გადინება ხდება. ქვეყანაში არსებული ესკალაცია ბიზნესს განვითარების საშუალებას არ აძლევს, ხოლო ინტელექტუალი კადრების მასობრივ გადინებას ხელს უწყობს.

„დღევანდელმა სიტუაციამ შეიძლება ძალიან მარტივ იზოლაციამდე მიგვიყვანოს. რაც ნიშნავს, პატარა ბიზნესების სიკვდილს, რომლებიც შემოსავალს ვერ დააგენერირებენ. შესაბამისად, თანამშრომლებს ხელფასს ვერ გადაუხდიან. აქედან გამომდინარე, მათი გაშვება მოუწევთ, რაც ნიშნავს, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დეესკალაცია მოხდეს, რადგან ბიზნესი გაიზარდოს და განვითარება შეძლოს. ჩვენი მეწარმეები და სტარტაპები არაფრით არ ჩამოუვარდებიან ხორვატიის სტარტაპებს და მეწარმეებს. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ გაიზარდონ და საქართველოს მეტი დოვლათი მოუტანონ.ასეთი ესკალაციებისას კი მეწარმეებს ამაზე ფიქრის საშუალება არ აქვთ.

ძლივს განათლებული ახალგაზრდობა წამოვიდა და ამ ახალგაზრდობას ვეუბნებით, რომ დაგიჭერთ ან აქედან წადით? ეს არის მათ მიმართ გზავნილი? ისედაც მიდიან, აქ მათი გაჩერება, აზრიანი კადრების ყოლა ბიზნესში გვიჭირს და პირდაპირ ვეუბნებით წადითო“, - განაცხადა GEC Consulting-ის მმართველმა პარტნიორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები