მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს პირველი პარტიის გაგზავნას ვგეგმავთ" - "გოცირიძის მეღვინეობა" აშშ-ის ბაზრისთვის ემზადება

გოცირიძის მეღვინეობა

„გოცირიძის მეღვინეობა“ ამერიკის ბაზარზე შესასვლელად მოლაპარაკებებს აწარმოებს და პირველი პარტიის გაგზავნას მიმდინარე წელს გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ს მეღვინეობის დამფუძნებელმა ანდრო გოცირიძემ განუცხადა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის წლიური წარმადობა ამჟამად დაახლოებით 5 000 ბოთლს შეადგენს, საიდანაც ექსპორტზე საწყის ეტაპზე, დაახლოებით 2 000 ბოთლის გატანა იგეგმება. გოცირიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანიის ღვინო უკვე იყიდება გერმანიაში, ხოლო აშშ-ში რამდენიმე პოტენციურ იმპორტიორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„გვაქვს მოლაპარაკებები შეერთებული შტატების რამდენიმე დაწესებულებასთან თუ შემომტანთან. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ წელს პირველი პარტია გავუშვათ. ამჟამად მოლაპარაკებები გასაგზავნი რაოდენობის შეთანხმებაზე მიდის“, - აღნიშნა მან.

გოცირიძის შეფასებით, მცირე მარნებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა მხოლოდ დამატებითი გაყიდვების შესაძლებლობა არ არის და მათი განვითარებისთვის აუცილებელიცაა.

„როგორც შემოსავლის, ასევე მარკეტინგული თვალსაზრისით, არათუ სასურველი, აუცილებელიც კი არის. ერთი, რომ ამონაგები ბევრად მეტი აქვს და მეორეც, გასაღების ბაზარი გაცილებით მეტია“, - ამბობს ის.

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებში ბოთლი ღვინის მოხმარება საქართველოსთან შედარებით გაცილებით მაღალია, შესაბამისად, ბაზრის მოცულობაც უფრო დიდია. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, „გოცირიძის მეღვინეობის“ პროდუქცია ძირითადად სპეციალიზებულ ღვინის მაღაზიებში – „8000 მოსავალი“, „ღვინის გალერეა“ და მცირე ღვინის რესტორნებში იყიდება.

"მევენახეობისთვის დარგისთვის რთული წელია" - “გოცირიძის მეღვინეობის" მოლოდინები

“გოცირიძის მეღვინეობა” ძმების, აკაკი და ანდრო გოცირიძეების საოჯახო მეურნეობაა. მეღვინეობა 2018 წლიდან ფუნქციონირებს და ფლობს ვენახებს თელავის რაიონის სოფელ ართანასა და წინანდალში. ღვინო მზადდება მხოლოდ ბიო პრეპარატების გამოყენებით, ტრადიციული კახური წესით ქვევრში. კომპანია 4 სახის ღვინოს აწარმოებს, ესენია რქაწითელი, საფერავი, და ვარდისფერი საფერავი და ასევე, მათ შორის ფრანგულ ღვინოს, კაბერნე სავინიონს. წელიწადში, წარმოებული ღვინის რაოდენობა 5000 ბოთლამდეა. საწარმოს სრულად მოწყობაში კი, მეღვინეობამ დაახლოებით 80000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები