მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ISET-ი 2025 წლის II კვარტალში მშპ-ის 7.2%-იან ზრდას ელის

საქართველო

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა განაახლა რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2025 წლის პირველი და მეორე კვარტლებისთვის. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2025 წლის პირველ კვარტალში 8.6%-ით, ხოლო მეორე კვარტალში 7.2%-ით გაიზრდება.

"თუმცა ეს პროგნოზი შესაძლოა გადაჭარბებულად აფასებდეს ზრდას, რადგან მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობა ჯერ არ ასახულა მონაცემებში. მოდელი ეყრდნობა მონაცემებს 2025 წლის იანვრამდე, რაც პოლიტიკური კრიზისის მხოლოდ პირველ სამ თვეს მოიცავს.

იანვრის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ 2025 წლის წლიური ზრდა უარეს შემთხვევაში 4.1% იქნება, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში ან საშუალო გრძელვადიანი ზრდის სცენარის მიხედვით კი 6.8% იყოს. ჩვენი საშუალო სცენარი (ბოლო ოთხი კვარტალის საშუალო ზრდაზე დაყრდნობით) პროგნოზირებს რეალური მშპ-ის 5.9%-იან ზრდას", - აცხადებენ ISET-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები