მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა, რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს, აისეტმა შეაფასა. კვლევითმა ინსტიტუტმა დღესვე, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის სტრატეგია მიმოიხილა. ღონისძიებას „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელიც ესწრებოდა, რომელმაც პროგრამის სამომავლო დეტალები გააჟღერა.


































