მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის 5 რეკომენდაცია ახალი პარლამენტისთვის

SET-ის კვლევითი ინსტიტუტი ახალი მოწვევის პარლამენტისთვის 5 რეკომენდაციას ავრცელებს. მათი მოსაზრებით, მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია:

  1. პარლამენტმა გააუქმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2024 წლის 4 ივნისს შეტანილი ცვლილება, რომელიც „ოფშორების კანონის“ სახელითაა ცნობილი;
  2. გაუქმდეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში 2024 წლის 27 ივნისს შეტანილი ცვლილებები საპენსიო სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისთვის. აღნიშნული ცვლილებით შესაძლოა საფრთხის წინაშე დადგეს ფონდის მმართველობის ეფექტურობა და გაიზარდოს პოლიტიკური ზეგავლენის რისკი საინვესტიციო გადაწყვეტილებებში.
  3. თავისი მანდატის ფარგლებში, უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სრული დაკომპლექტება დამოუკიდებლობითა და პატიოსნებით გამორჩეული პროფესიონალებით;
  4. ასევე უზრუნველყოს ქვეყნის შიდა კანონმდებლობის და რეგულაციების სრული შესაბამისობა ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს სხვა დასავლელი პარტნიორების მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების პირობებთან;
  5. უზრუნველყოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გამჭვირვალობა.

სტუმარი: გიორგი პაპავა - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები