მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ისევ გლეხს ვაყენებთ მძიმე მდგომარეობაში” - კალაძე პროდუქტის სანქცირებულ რუსეთში ექსპორტზე

მერი

დღეს გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ “ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე” არ უერთდება.

“სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება იცით. ჩვენ არ და ვერ ვუერთდებით სანქციებს, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ყოველთვის გვექნება ეს დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ისეთ შემთხვევებში, როდესაც შეიძლება პრობლემა იყოს და საერთაშორისო დონეზე გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდეს, იქნება ეს სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობა თუ ა.შ… რა თქმა უნდა, აქ ყველანაირად ვთანამშრომლობთ და საქართველოს ხელისუფლებამ მადლობებიც კი მიიღო ამასთან დაკავშირებით”, - ამბობს კახა კალაძე.

დედაქალაქის მერის თქმით, ამის მიუხედავად, ქართული პროდუქციის რუსეთში გატანის შეზღუდვით მხოლოდ საქართველოს ეკონომიკა ზიანდება.

“ტურისტი არ ჩამოვიდეს საქართველოში, ფული არ დახარჯოს და საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი არ გავიტანოთ თუნდაც რუსულ ბაზარზე - რატომ?! ვისთვის ვზღუდავთ ამას?
საკუთარ თავებს ვიზღუდავთ ისევ და გლეხს ვაყენებთ მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ ამასაც მიზანმიმართულად აკეთებენ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად დააზიანონ”, - აცხადებს კახა კალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები