კოლექციონერ რეიჩელ ლამბერტ მელონის ლურჯი ბრილიანტის კულონი, რომელიც “ლურჯი მელონის” სახელითაა ცნობილი, სამშაბათს ჟენევაში ჩატარებულ Christie’s აუქციონზე 25.5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
საინტერესოა რომ შთამბეჭდავი შედეგის მიუხედავად რეალურად ბრილიანტის შედეგი აუქციონზე თითქმის 60%-იანი ვარდნაა ღირებულებაში. ბრილიანტი 11 წლის წინ, 2014 წელს ჩატარებულ Sotheby’s-ის აუქციონზე 32.6 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა, რაც ინფლაციის გათვალისწინებით დღეს 44.7 მილიონ აშშ დოლარს უდრის.
ჯული ბრენერ დავიჩი Puck-ის პუბლიკაციაში წერს, რომ "ლურჯი ბრილიანტები უიშვიათესია და მისი რაოდენობა მსოფლიოში მოპოვებული ბრილიანტების 0.1 პროცენტზე ნაკლებს შეადგენს.” 
ბრილიანტი Oppenheimer Blue
ლურჯი მელონი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ლურჯი ბრილიანტი იყო 2014 წლის სააუქციონო შედეგის შემდეგ, თუმცა მალევე 2016 წელს Christie's-მა ეს რეკორდი მოხსნა, როდესაც აუქციონზე 57.5 მილიონ აშშ დოლარად 14.62-კარატიანი Oppenheimer Blue გაიყიდა 57.5 მილიონ დოლარად. 2022 წელს Sotheby’s-ის აუქციონზე 15.10-კარატიანი კიდევ ერთი ლურჯი ფერის ბრილიანტი - De Beers Cullinan Blue გაყიდა, რომლის საბოლოო ღირებულებამაც ასევე 57.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.




























