მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

iSpace-ში Back To School კამპანია დაიწყო - შეთავაზება სტუდენტებსა და მოსწავლეებს

ბექთუსქულ
12.08.24 17:24
746

iSpace-ში Back to School კამპანია დაიწყო. სტუდენტებსა და მოსწავლეებს 5 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე განსაკუთრებული შეთავაზებები ელოდებათ. მათ Apple-ის პროდუქტებზე Trade-in პროგრამით შეძენისას დამატებით 1010₾ -მდე დაზოგვის შესაძლებლობა აქვთ. შეთავაზება მოქმედებს Macbook და iPad მოდელებზე.

გარდა ამისა, სტუდენტებისთვის მოქმედებს ექსკლუზიური შეთავაზებები. მათ შორის, დამატებით 1 წლიანი გარანტია, ნებისმიერი მოწყობილობიდან, მათ შორის Windows-დან macOS-ზე მონაცემების უფასო გადატანა და Apple-ის პროდუქტების შესახებ უფასო ტრენინგკურსები. ამასთან, მომხმარებლები IT Academy Step Georgia-ს და Smart Academy-ს ფასდაკლების ვაუჩერს მიიღებენ ტექნიკის შეძენისას

„დღეს სწავლის პროცესი თანამედროვე ტექნიკის გარეშე, პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ხელოვნური ინტელექტის და ინოვაციური პროდუქტების წყალობით, ნებისმიერ ჩვენგანს გაცილებით უფრო სწრაფად შეუძლია იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღება, რაც მას მიზნების მიღწევაში დაეხმარება. დარწმუნებული ვარ, Apple-ის პროდუქტებით თქვენი მაქსიმალური შესაძლებლობების მიღწევა უფრო გაგიმარტივდებათ”, - ამბობს iSpace-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ლევან თაღიაშვილი.

Mac სწავლისთვის კომფორტული და შეუცვლელია და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, მისი სიმარტივე და ინტუიტურობა. ასევე, თუ მუშაობთ გრაფიკასთან, ტექსტებთან ან ცხრილებთან, გამოსახულების ხარისხი მნიშვნელოვანია. Apple-ის ინჟინრები გამუდმებით ზრუნავენ, რომ MacBook-ის ეკრანს საუკეთესო ფერის სიზუსტე ჰქონდეს ტექ.ინდუსტრიაში.

გარდა ამისა, კომფორტულია ავტონომიური ელემენტი, რაც საშუალებას იძლევა მთელი დღე Mac-ით ხელახალი დამუხტვის გარეშე იმუშაოთ. ამასთან, Apple-ის კომპიუტერის ჩიპები და მათი სიმძლავრე წლების განმავლობაში ინარჩუნებს აქტუალობას. შეიძლება ითქვას, რომ მისი პროცესორის სიმძლავრე დროს მყარად უძლებს.

და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის უნივერსალური მოწყობილობა ონლაინ სწავლისთვის, ვინაიდან Mac-ის ჩაშენებული კამერა იდეალურად ერგება ნებისმიერი განათების პირობებს. ის ასევე გვთავაზობს სტუდიური ხარისხის მიკროფონებს და მგრძნობიარე დინამიკებს.

ცნობისთვის, საქართველოში Apple-ის ერთადერთი ავტორიზებული პრემიუმ რესელერი სწორედ iSpace-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ნაყიდ პროდუქციას საერთაშორისო გარანტია აქვს. iSpace-ის მაღაზიების დიზაინი თავად Apple-ის მიერაა შექმნილი, სადაც Apple-ის სტანდარტების სერვისის მიღებაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები