გავლენიანი კულინარიული გამოცემა TasteAtlas-ი მსოფლიოს 100 საუკეთესო “დიფის” იგივე საწებლის რეიტინგს აქვეყნებს, რომელშიც სამ პოზიციას ქართული კერძებიც იკავებენ.
კერძოდ, გამოცემის თანახმად, საუკეთესო შეფასება დაიმსახურეს ფხალმა (26-ე პოზიცია) და ისპანახის ფხალმა (30-ე პოზიცია) 4.3/5 ვარსკვლავით და აჯიკამ (35-ე პოზიცია) 4.2/5 ვარსკვლავით.
რეიტინგში პირველ ადგილს ლიბანური ნივრის სოუსი, ტოუმი იკავებს, რომელიც 4.8 ვარსკვლავითაა შეფასებული. მას მოსდევს პერული აჯი კრიოლო, სერბული აჯვარი, მექსიკური გვაკამოლე და ბერძნული ძაძიკი.