მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ისრაელელმა სამხედროებმა გაეროს სამშვიდობოებს ცეცხლი გაუხსნეს

გაეროს სამშვიდობო ძალები
BM. GE
17.11.25 17:54
345

ისრაელმა ლიბანში განლაგებულ გაეროს სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნა. აღნიშნული შემთხვევა ლიბანის სამხრეთით, ისრაელის საზღვრის სიახლოვეს მოხდა. მომხდარს გაეროში ადასტურებენ. მათ ასევე დაადასტურეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ინციდენტი ისრაელის თავდაცვის ძალების სასაზღვრო-საპატრულო შენაერთსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლიბანის საშუამავლო ძალებს (UNIFIL) შორის მოხდა. როგორც გაეროში განმარტავენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ამჟამად უცნობია შეტაკების მიზეზი. როგორც ოფიციალურ თელ-ავივში განმარტეს, ინციდენტი "ცუდმა საამინდო პირობებმა" გამოიწვია, რის გამოც ისრაელელ სამხედროებს გაეროს სამშვიდობო მისიის საპატრულო ჯგუფი "ეჭვმიტანილად" მიიჩნია.

აღნიშნული შეტაკება წარმოადგენს ეპიზოდს ისრაელ-ლიბანის საზღვარზე გაზრდილი დაძაბულობების სერიიდან, რომელიც ისრაელსა და ჰეზბოლას შორის მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები