მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ისრაელი ირანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

ისრაელი

ისრაელი ირანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ისრაელის სამხედრო ძალების თანახმად, მათ ირანიდან გაშვებული რაკეტები ამოიცნეს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მან ისრაელის თავდაცვის ძალებს უბრძანა, „ძლიერად უპასუხონ ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას თეირანის ცენტრში რეჟიმის სამიზნეებზე ინტენსიური დარტყმებით“.

ირანის სახელმწიფო მედიის განცხადებით, ირანი უარყოფს ინფორმაციას, რომ ისრაელის მიმართულებით რაკეტა ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ ისროლა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს, 24 ივნისს გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები