მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეირანმა ერევანი „ტრამპის მარშრუტის“ გამო გააფრთხილა

თეირანი და ირანი

ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ალი აქბარ ველაიათიმ ერევანი გააფრთხილა და განაცხადა, რომ თეირანისთვის „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტის“ (TRIPP) შექმნა კვლავ „წითელ ხაზად“ რჩება.

გაზეთ Ettelaat-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მან სომხეთის პარლამენტის მიერ სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობის დამტკიცება მკაცრად გააკრიტიკა. ველაიათის განმარტებით, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მოკავშირეები ამ „წითელი ხაზის“ გადაკვეთას შეეცდებიან, ირანი მკაცრ საპასუხო ზომებს მიიღებს.

მან ასევე დასძინა, რომ თავის სიცოცხლეში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებთან შეხვედრებისას აიათოლა ალი ხამენეიმ პირდაპირ დააფიქსირა პოზიცია, რომ ოფიციალური თეირანი ზანგეზურის დერეფნის შექმნის წინააღმდეგი იქნებოდა.

ინფორმაციისთვის, 2025 წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც ომის მშვიდობიან დარეგულირებასა და აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანს შორის სატრანსპორტო დერეფნის შექმნას ითვალისწინებდა. სწორედ ამ ხელშეკრულების ნაწილია TRIPP-ი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ახალ სატრანსპორტო კორიდორად უნდა იქცეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები