მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ისრაელი რომ არა, შემდეგი - ევროპა იქნებოდა” - ისრაელის პრეზიდენტი

ისააკ ჰერცოგი

დავოსის “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა - ისრაელსა და “ჰამასს” შორის, ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტია. დღეს, ამ თემაზე ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ომში, ისრაელი იბრძვის არამხოლოდ ისრაელისთვის, არამედ მთელი სამყაროსთვის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, “ჰამასი” და “ჰეზბოლა” ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელდებოდა.

“ისრაელი რომ არა, შემდეგი ევროპა იქნებოდა, მერე კი იგივე გზას ამერიკის შეერთებული შტატები დაადგებოდა. ეს არის ომი მთელი სამყაროსთვის, მთელი თავისუფალი მსოფლიოსთვის”, - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა დავოსში და დასძინა, რომ ღაზის სექტორში მიმდინარე ომმა “ბოროტების დიდი სისტემა” გამოააშკარავა, რომლის კიდევ ერთი მაგალითი იემენში ბაზირებული სამხედრო დაჯგუფება “ჰუსიტთა მოძრაობაა”.

წითელ ზღვაში “ჰუსიტთა მოძრაობა” ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა. მოძრაობის წევრები ღიად უჭერენ მხარს პალესტინას და “ჰამასს” და, როგორც თავად ამბობენ, ყველაფერს გააკეთებენ ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელების დასაცავად. ბოლოდროინდელი შეტევების ფონზე სუეცის არხის შემოსავალმა 40%-ით იკლო. შემოსავლის კლება, უმეტესწილად, ტვირთბრუნვის 30%-იანი შემცირებითაა განპირობებული, რასაც, თავის წილ, ის იწვევს, რომ გადამზიდავი კომპანიები წითელ ზღვაში შესვლაზე უარს ამბობენ და სანაცვლოდ, აფრიკის კონტინენტის შემოვლით გზას ირჩევენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები