მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელი საამიროებთან ერთად 250-კილომეტრიან ინტერნეტ კაბელს გაიყვანს

64905593ccbf9
გიორგი თოლორდავა
19.06.23 17:47
1168
ისრაელი მეზობელ სახელმწიფოებთან, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ერთად მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს.

საუბარია 250 კილომეტრის სიგრძის მიწისქვეშა და საზღვაო კაბელის პროექტზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონს ევროკავშირთან დააკავშირებს და მას უსწრაფესი ინტერნეტით მოამარაგებს.

ზემოხსენებული შეთანხმების მიღწევა ისრაელსა და საამიროებს შორის „აბრაამის აკორდის“ ფარგლებში გახდა შესაძლებელი, რომელშიც მედიატორის როლს ამერიკის შეერთებული შტატები ასრულებდა.

ზუსტად რა მოცულობის იქნება 250-კილომეტრიანი პროექტის ღირებულება, ამ ეტაპზე უცნობია. აგრეთვე, არ არის გამორიცხული, რომ პროექტში ჩართვის მზაობა რეგიონის სხვა სახელმწიფოებმაც გამოთქვან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები