მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელის ეკონომიკური ზრდის ტემპი 2%-მდე შენელდება

ისრაელი

ჰამასის წინააღმდეგ ომის ფონზე, ისრაელის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა. ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, 2023 წლის ბოლოსთვის ისრაელის ეკონომიკა 2%-ით გაიზრდება, რაც 0.7%-ით ნაკლებია წინა პროგნოზთან შედარებით.

შემცირებულია მომავალი წლის პროგნოზიც. წინასწარი გათვლებით, 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკა 1.6%-ით გაიზრდება, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია წინა პროგნოზთან შედარებით.

სამინისტროს შეფასებით, ომის გამო, ისრაელის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა. საერთო სამხედრო ხარჯების მოცულობა კი 53 მილიარდ 400 მილიონ დოლარს აღწევს.

რაც შეეხება სხვა ძირითად ინდიკატორებს, ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი 4.75%-ს შეადგენს, წლიური ინფლაციის დონე კი 4%-ის ფარგლებშია.