ისრაელის მთავრობა საქართველოსთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მისი თქმით, ისრაელის ყველაზე მაღალრეიტინგულმა ტელევიზიამ დაასახელა ქვეყნები, რომლებზეც ისრაელი მოგზაურობისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს. სულ 8 ქვეყანაა.
„საქართველოს ამ სიაში ყოფნა, უდაოდ, ჩვენი ეპიდემიოლოგების, ექიმების, მთავრობის და ყველაზე მთავარი - ჩვენი საზოგადოების მაღალი თვითშეგნების დამსახურებაა! ასე გავაგრძელოთ ერთობით და ერთსულოვნებით და სხვა ბევრ კარგ შედეგს მივაღწევთ ჩვენი ქვეყნისთვის“, – წერს ელჩი.




























