მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ საავადმყოფოდან გამოწერეს

64c0df6e11e4b
გიორგი არონია
26.07.23 13:24
538

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა, გამოჯანმრთელდა. გამოწერის წინ, ბენიამინ ნეთანიაჰუს გულის ელექტროსტიმულატორი დაუყენეს, რომელიც პრემიერ-მინისტრის გულისცემას დაასტაბილურებს. ოპერაციის აუცილებლობის წინაშე ნეთანიაჰუ მას შემდეგ დადგა, რაც გამოკვლევისას, მას გულის ბლოკადა დაუდგინდა - ამასთან, ნეთანიაჰუს გულიც წაუვიდა.

მოგვიანებით, ოპერაციას გამოეხმაურა თავად ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპერაციას წარმატებით ჩაიარა და დასძინა, რომ საავადმყოფოდან გამოსვლას ქვეყნის პარლამენტში მნიშვნელოვანი განხილვისთვის მოასწრებს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა კანონი, რომლითაც უზენაეს სასამართლოს ჩამოერთვა უფლება, სახელმწიფოს გადაწყვეტილებები უსაფუძვლოდ ჩათვალოს. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში, სადაც ფორმალური, ანუ დაწერილი კონსტიტუცია არ არსებობს, ნეთანიაჰუს პარტიის ეს გადაწყვეტილება ძალთა ბალანსს კიდევ უფრო არღევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები