მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თვითიზოლაციაშია

5e81eb631089b
ნათია თაქთაქიშვილი
30.03.20 17:06
1525
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მრჩევლები კარანტინში არიან. კარანტინის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ნეთანიაჰუს ერთ-ერთ მრჩეველს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფრომაციას CNN-ი ავრცელებს.

კერძოდ, COVID-19 დაუდასტურდა ულტრაორთოდოქსულ საკითხებში პრემიერის მრჩეველ რივკა პალუჩს. მას კორონავირუსი, სავარაუდოდ, მეუღლისგან გადაედო, რომელიც ჰოსპიტალიზებულია.

აღსანიშნავია, რომ პალუჩი ნეთანიაჰუს 26 მარტს შეხვდა, თუმცა პრემიერ-მინისტრის ოფიცრის განცხადებით, მრჩეველსა და მთავრობის მეთაურს შორის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, დისტანცია დაცული იყო.

30 მარტის მონაცემებით, ისრაელში გამოვლენილია კორონავირუსის 4,347 შემთხვევა (ბოლო 24 სთ-ში +100 შემთხვევა). გარდაიცვალა 15 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 134 ინფიცირებული, ამასთან, 95 ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები