მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სირიის პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიის დაბომბვა დაადასტურეს

სირია

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ადასტურებს, რომ დარტყმა განახორციელა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები თავად ისრაელის არმიამ სოციალურ ქსელებში გაავრცელა.

„ისრაელის თავდაცვის ძალებმა სირიის რეჟიმის პრეზიდენტის სასახლის ტერიტორია დაბომბეს“, — ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმის სამიზნე სირიის დედაქალაქ დამასკოში მდებარე თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინაც გახდა.

სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის იერიშის შედეგად დამასკოში ერთი ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა.

ფაქტს გამოეხმაურა შტატები, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ამ საკითხზე ვმუშაობთ. ახლახან ვესაუბრე შესაბამის მხარეებს ტელეფონით. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამ საკითხით და იმედია, დღეს მოგვიანებით გვექნება განახლებული ინფორმაცია“, – განაცხადა რუბიომ.

რუბიოს თქმით, აშშ-ს სურს, რომ საბრძოლო მოქმედებები შეწყდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები