მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ისრაელმა ჰუსიტების პრემიერ-მინისტრი მოკლა

ჰუსიტები
BM. GE
29.08.25 09:15
224

28 აგვისტოს, იემენის დედაქალაქ სანააზე ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ჰუსიტების პრემიერ-მინისტრი, აჰმედ ალ-რაჰავი დაიღუპა. სარაკეტო იერიშს ტერორისტული ორგანიზაციის სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც შეეწირნენ.

იმავე დღეს, მოგვიანებით ისრაელმა იემენის დედაქალაქზე კიდევ ერთი საჰაერო დარტყმა მიიტანა. ამჯერად, შეიარაღებულმა ძალებმა ის შენობა დაბომბეს, რომელშიც ჰუსიტების ლიდერები პირდაპირ ჩართვას მართავდნენ და მომხრეებს მიმართავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის თავდაცვის მინისტრი და სამხედრო შტაბის უფროსი არიან.

აღსანიშნავია, რომ ისრაელსა და ჰუსიტებს შორის დაპირისპირების მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო ოპერაცია, რომელიც ცახალმა ჩაატარა. თავდაცვის ძალების მიერ მიტანილი შეტევების მიზანი ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მაქსიმალური განადგურება იყო.

ანალიტიკოსები მომხდარს ლიბანურ დაჯგუფება ჰეზბოლაზე გასულ წელს განხორციელებულ შეტევებს ადარებენ. შეგახსენებთ, 2024 წლის 27 სექტემბერს ცახალმა ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ჰასან ნასრალა და მისი ახლო გარემოცვა სრულად გაანადგურა. მას შემდეგ ჰეზბოლას კონტროლი ლიბანზე მაქსიმალურად შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები