მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ისრაელმა ირანის „დე ფაქტო ლიდერი“ და რეჟიმის უმაღლესი სარდლობა გაანადგურა

ალი ლარიჯანი

გასულ ღამეს, ირანში განხორციელებული სპეცოპერაციების სერიის შედეგად ისრაელმა მოკლა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი, ალი ლარიჯანი, რომელიც უზენაეს ლლიდერ აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილის შემდეგ ქვეყნის არაფორმალურ მმართველად მიიჩნეოდა. ლარიჯანი პირადად იყო პასუხისმგებელი იანვრის საპროტესტო აქციების სისხლიან დარბევაზე და, ისრაელური მედიის ცნობით, ფლობდა იმდენად დიდ ძალაუფლებას, რომ მან მოახერხა ხამენეის შვილის, მოჯთაბას მემკვიდრედ გამოცხადების პროცესის შეფერხებაც კი. ლარიჯანის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ცნობები ისრაელის თავდაცვის მინისტრმა უკვე. როგორც ირკვევა, ის თავდასხმისას საიდუმლო ბინაში იმყოფებოდა.

ამავე ოპერაციების ფარგლებში, ქალაქ შირაზში საჰაერო იერიშის შედეგად განადგურდა „ბასიჯის“ მილიციის მეთაური, ღოლამ რეზა სოლეიმანი და მისი მოადგილე ყასემ ყურეში. სოლეიმანი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა იმ გასამხედროებულ ქვედანაყოფს, რომელიც უშუალოდ აღასრულებდა სამოქალაქო პროტესტის სისხლში ჩახშობის დავალებებს. სწორედ ამის გამო იგი ევროკავშირისა და აშშ-ის დასანქცირებული ჰყავდა. მასთან ერთად დაღუპული ყურეში სოლეიმანის მარჯვენა ხელი და რეპრესიული აპარატის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო. როგორც ირკვევა, ისრაელურმა ძალებმა ისინი ალტერნატიულ საველე შტაბში ყოფნისას მოკლეს. საუბარია ობიექტზე, რომელიც ორგანიზაციის ძირითადი ოფისების დაბომბვის შემდეგ სპეციალურად აიგო.

პარალელურად, ისრაელმა მიზანში ამოიღო პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ უმაღლესი ხელმძღვანელობაც, რომლებიც ირანში, ქალაქ ყუმში, მიწისქვეშა კომპლექსში იმალებოდნენ. ლიკვიდირებულთა შორისაა აკრამ აჯური, ორგანიზაციის ნომერ მეორე უამღლესი თანამდებობის ფიგურა, რომელიც სამხედრო ოპერაციების და ფინანსების კოორდინაციაზე იყო პასუხისმგებელი. აჯური ლიკვიდაციის მცდელობებს არაერთხელ, მათ შორის, სირიაშიც გადაურჩა. მასთან ერთად მოკლულია მუჰამედ ალ-ჰინდი, „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და პოლიტიკური ბიუროს წევრი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მძევლების გაცვლის შესახებ კაიროში გამართულ მოლაპარაკებებში.

ისრაელის გენერალური შტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა აღნიშნა, რომ გასულ ღამეს ჩატარებული ოპერაცია მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მთელი სამხედრო კამპანიის მიმდინარეობაზე. მისი განცხადებით, ირანის რეჟიმის რეპრესიული ელემენტებისა და მათთან დაკავშირებული უცხოური ტერორისტული დაჯგუფებების ლიდერების განადგურება მიზნად ირანის მართვისა და კონტროლის სისტემის სრულ პარალიზებას ისახავს. სამხედრო მაღალჩინოსნების აზრით, ლარიჯანისა და „ბასიჯის“ ხელმძღვანელობის დაკარგვა ირანში ძალაუფლების სერიოზულ ვაკუუმს შექმნის, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს შიდა არასტაბილურობას და დაასუსტებს ქვეყნის უნარს, მართოს ომი ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები