მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელმა ირანის საზოგადოებრივი მაუწყებლის შტაბ-ბინა გაანადგურა

ისრაელმა თეირანში ირანის სამაუწყებლო ორგანოს შტაბ-ბინა გაანადგურა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ თეირანზე განხორციელებული საჰაერო იერიშებისას ირანის საზოგადოებრივი მაუწყებლის კომპლექსი გაანადგურეს. IDF-ის განცხადებით, აღნიშნული ობიექტი „ირანული ტერორისტული რეჟიმის საკომუნიკაციო და პროპაგანდისტული ცენტრი იყო" ოპერაცია ისრაელის საჰაერო ძალებმა დაზვერვის სამმართველოს ზუსტი მითითებებით განახორციელეს, რის შედეგადაც სამაუწყებლო ინფრასტრუქტურას ათეულობით ჭურვი მოხვდა.

ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობის განმარტებით, სამაუწყებლო ორგანოს შენობა ბოლო პერიოდში სამოქალაქო საფარის ქვეშ სამხედრო ოპერაციების კოორდინაციისთვის გამოიყენებოდა. IDF-ის პრესსპიკერის თქმით, ობიექტი პირდაპირ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მითითებებით მოქმედებდა და წლების განმავლობაში ისრაელის სახელმწიფოს განადგურებების აუცილებლობაზე, ასევე მის მიმართ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბრობდა. გარდა ამისა, ცენტრი ირანელი ხალხის რეპრესიებისა და დეზინფორმაციის გავრცელების მთავარ ინსტრუმენტად მიიჩნეოდა.

აღნიშნული იერიში აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი კამპანიის, ოპერაცია „ეპიკური რისხვისა“ და „ლომის ღრიალის“ ნაწილია, რომელიც შაბათს ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ლიკვიდაციით დაიწყო. საერთაშორისო მედიის, მათ შორის Reuters-ისა და The Guardian-ის ცნობით, კინეტიკურ დარტყმებთან ერთად ირანის წინააღმდეგ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევაც მიმდინარეობს, რამაც ქვეყანაში ინტერნეტის თითქმის სრული ბლოკირება და რეჟიმის საკომუნიკაციო არხების პარალიზება გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები