მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელმა საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა

60f1769a7cc32
ნათია თაქთაქიშვილი
16.07.21 16:16
32809
ისრაელმა საქართველო თურქეთთან, ბრიტანეთთან და კვიპროსთან ერთად იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, საიდანაც დაბრუნებულ მოქალაქეებს ერთკვირიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ynet.co.il-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ისრაელის მთავრობამ წითელი ქვეყნების ჩამონათვალს მას შემდეგ გადახედა, რაც დელტა შტამით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროპის მასშტაბით, ამასთან მომავლი კვირის პარასკევიდან ისრაელი საჰაერო მიმოსვლას შეაჩერებს ესპანეთთან და ყირგიზეთთან.

ამჟამად ისრაელს ფრენები უკვე შეჩერებული აქვს არგენტინასთან, ბრაზილიასთან, სამხრეთ აფრიკასთან, ინდოეთთან, მექსიკასთან, რუსეთთან, ბელორუსიასთან და უზბეკეთთან.

აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, შემდეგი ქვეყნებიდან დაბრუნებულ ყველა მოგზაურს მოუწევს სრული იზოლაციის გავლა და PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა: არაბთა გაერთიანებული საემიროები, სეიშელის კუნძულები, ეკვადორი, ეთიოპია, ბოლივია, გვატემალა, ჰონდურასი, ზიმბაბვე, ზამბია, ნამიბია, პარაგვაი, ჩილე, კოლუმბია, კოსტა - რიკა.

ამასთან მომავალი პარასკევიდან, აღნიშნულ სიას შემდეგი ქვეყნები დაემატება: გაერთიანებული სამეფო, კვიპროსი, თურქეთი, საქართველო, უგანდა, მიანმა, ფიჯი, პანამა, კამბოჯა, კენია და ლიბია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები