ისრაელის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პირველი წევრ-სახელმწიფოა, რომელმაც სომალილენდის სახელმწიფოებრიობა აღიარა. შეგახსენებთ, რომ 34 წლის განმავლობაში რეგიონის დამოუკიდებლობას სხვა არცერთი ქვეყანა არ აღიარებდა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარმა სომალილენდთან სრული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება პარასკევს განაცხადა. ცნობისათვის, ეს ელჩების გაცვლასა და ქვეყნების დედაქალაქებში საელჩოების გახსნას მოიცავს. პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ეს ნაბიჯი აბრაამის ხელშეკრულების იდეური გაგრძელებაა, რომელიც ოფიციალური თელ-ავივის მიერ არაბულენოვან სახელმწიფოებთან ურთიერთობების ნორმალიზაციას მოიცავს. მისივე თქმით, ყოველივე ეს გაამყარებს ისრაელის სტრატეგიულ პოზიციებს აფრიკის კონტინენტზე. ასევე უნდა აღინიშნოს რეგიონის სიახლოვე ჰუსიტების მიერ კონტროლირებად იემენის ტერიტორიასთან.
განცხადება დაგმო სომალიმ, რომელიც რეგიონს საკუთარ ტერიტორიად ცნობს. ოფიციალური მოგადიშუს განცხადებით, ისრაელის მიერ სომალილენდის ცნობა თავისი ტერიტორიული მთლიანობასა და ეროვნულ სუვერენიტეტზე თავდასხმაა. სახელმწიფოებრივი აღიარება დაგმო აფრიკის კავშირმაც, როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, ეს ქმნის "სახიფათო პრეცედენტს", რომელსაც რეგიონში სამშვიდობო პროცესების დესტაბილიზაციას ახდენს.
სკეპტიციზმი გამოიჩინა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც. სომალის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს ევროკავშირიც.




























