მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელს ირანში სამხედრო ოპერაციის გაგრძელების მინიმუმ სამკვირიანი გეგმა აქვს - CNN

ეფი დეფრინი

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, გენერალ ეფი დეფრინის განცხადებით, ისრაელს ირანში სამხედრო ოპერაციის გაგრძელების მინიმუმ სამკვირიანი გეგმა აქვს და ამ პერიოდში ათასობით სამიზნეზე დარტყმაა დაგეგმილი. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მისი თქმით, ოპერაცია ამერიკელ პარტნიორებთან კოორდინაციით მიმდინარეობს და გეგმები სულ მცირე ებრაული დღესასწაულის – პასექის პერიოდამდეა გაწერილი.

„წინ ათასობით სამიზნე გვაქვს. მზად ვართ, ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან კოორდინაციით, ვიმოქმედოთ არსებული გეგმების მიხედვით, სულ მცირე პასექის ჩათვლით, დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში. სამი კვირის შემდეგაც გვაქვს უფრო ღრმა გეგმები“, – განაცხადა დეფრინმა.

მისივე თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები ოპერაციას მკაცრი დროის გრაფიკით არ ახორციელებენ და მოქმედებენ დასახული სამხედრო მიზნების შესაბამისად.

„არ ვმუშაობთ წამზომით ან გრაფიკით - ვმოქმედებთ ჩვენი მიზნების მისაღწევად, რაც ირანის რეჟიმის სერიოზულად დასუსტებას გულისხმობს“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები