მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელში ინფლაცია გაიზარდა

ისრაელი

რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ისრაელში სამომხმარებლო ფასები მკვეთრად გაიზარდა და აგვისტოში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 3.6%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით მეტია წინა თვის მაჩვენებელზე და ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ შედეგს საგრძნობლად აღემატება.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ინფლაციის დონის ზრდა პირდაპირ კავშირშია კონფლიქტთან და მიწოდების ჯაჭვის შეზღუდვასთან, განსაკუთრებით საზღვაო მიმართულებით, რაც რიგ პროდუქციაზე დეფიციტს და ფასების ზრდას იწვევს.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ისრაელში ფასების გაზრდილია თითქმის ყველა სამომხმარებლო ჯგუფში, ყველაზე მკვეთრად კი - სურსათის, ტრანსპორტისა და ენერგორესურსების მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები