მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელში მიმდინარე მოვლენების გამო შესაძლოა, ნავთობი გაძვირდეს - ექსპერტები

ისრაელი

ნავთობის ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ შესაძლოა, ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის გამო ბაზარზე ნავთობი გაძვირდეს.

“ნედლი ნავთობის ფასი შესაძლოა ორშაბათიდან გაიზარდოს, თუმცა ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის საერთო გავლენა, სავარაუდოდ, შეზღუდული იქნება,” - განუცხადეს CNBC-ს ენერგეტიკის ექსპერტებმა.

მათი თქმით, ბაზარზე ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის საერთო გავლენა  შეზღუდული იქნება მხოლოდ იმ პირობით, თუ კონფლიქტი არ გამწვავდება.

„ორშაბათს ბაზრების გახსნის შემდეგ, შეიძლება დავინახოთ ნედლი ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა, იქნება გარკვეული რისკის პრემია, რაც დეფოლტად ჩაითვლება იქამდე, სანამ ბაზარი არ დარწმუნდება, რომ მოვლენა არ გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას და ახლო აღმოსავლეთის ნავთობისა და გაზის მოწოდებაზე არ იმოქმედებს”, - განუცხადა ვანდანა ჰარიმ, Vanda Insights-ის აღმასრულებელმა დირექტორმა CNBC-ს ელექტრონული ფოსტით.

ცნობისთვის: მთელი შაბათისა და კვირამდე ჰამასმა ათასობით რაკეტა გაუშვა ღაზას სექტორიდან ისრაელში - პირდაპირი დარტყმები მოახდინა ქვეყნის შიგნით მრავალ ადგილას, მათ შორის თელ-ავივში - ხოლო შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფები შევიდნენ ისრაელში და შეაღწიეს სამხედრო ბაზებში, ქალაქებსა და ფერმებში. ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ  მინიმუმ 300 ისრაელელი დაიღუპა, ხოლო 1500-ზე მეტი დაშავებული,

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები