მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელში მოგზაურობის მსურველთათვის ETA-IL-ის სისტემა ამოქმედდა - ავტორიზაციის გავლა 1 აგვისტოდან სავალდებულო ხდება

სს

ისრაელის სახელმწიფოში მოგზაურობის მსურველთათვის ETA-IL-ი, ანუ წინასწარი ავტორიზაციის სისტემა დაინერგა.

როგორც საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს, ავტორიზაციის გავლა 2024 წლის 1 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითია. 2024 წლის 1 აგვისტოდან სავალდებულო გახდება ყველა იმ ქვეყნის მოქალაქისთვის, ვინც სარგებლობს უვიზო რეჟიმით ისრაელის სახელმწიფოსთან, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის.

საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან ისრაელის სახელმწიფოში გამგზავრებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გაიარონ ელექტრონული ავტორიზაცია, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://israel-entry.piba.gov.il/

ETA-IL სისტემაში წინასწარ ავტორიზაციაზე გაცემული თანხმობა ძალაშია 2 წლის განმავლობაში, ან მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, იმის მიხედვით, თუ რომელი თარიღი უფრო ადრე დადგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები