მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში გამგზავრებისთვის ელექტრონული ავტორიზაციის გავლა მოუწევთ

ისრაელი საქართველო დროშა

ისრაელი ელექტრონულ სამოგზაურო ავტორიზაციის სისტემას (ETA-IL) 2025 წლის 1-ელი იანვრიდან აამოქმედებს იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთაც ისრაელში მოგზაურობისთვის ვიზა არ სჭირდებათ. მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც, რომელთაც ისრაელში გამგზავრებამდე მოუწევთ შესაბამის სისტემაში ავტორიზაციის გავლა. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის ისრაელის საკონსულოში დაუდასტურეს.

აღსანიშნავია, რომ ETA-IL-ის ვალდებულება 1-ელი აგვისტოდან უნდა ამოქმედებულიყო, მანამდე კი 1-ელი ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე საპილოტე რეჟიმი მოქმედებდა.

„ამ პერიოდის განმავლობაში ისრაელის საიმიგრაციო სამსახურმა მიიღო არაერთი მოთხოვნა ამოქმედების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით, ძირითადად ავიაკომპანიებისგან, რომლებიც ითხოვდნენ დამატებით დროს, რათა ტექნოლოგიური სისტემები ამისთვის უკეთ მოემზადებინათ.

ამ თხოვნების საპასუხოდ, საიმიგრაციო სამსახურმა გადახედა საკითხს და გადაწყვიტა, რომ საპილოტე პერიოდი დამატებით ხუთ თვით გახანგრძლივდეს. შესაბამისად, ETA-IL-ის მოთხოვნები იმ ქვეყნებისთვის, რომელთანაც ისრაელს უვიზო მიმოსვლა აქვს, 2025 წლის 1 იანვარს ამოქმედდება”, - წერია ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის დოკუმენტში.

საიმიგრაციო სამსახური ყველას მოუწოდებს, რომ 1-ელი იანვრისთვის ახალი სისტემის ასამოქმედებლად მზად იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან ისრაელის სახელმწიფოში გამგზავრებამდე გაიარონ ელექტრონული ავტორიზაცია შემდეგ ბმულზე გაიარონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები