საქართველოს მთავრობამ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ბექა დვალის კანდიდატურა პრეზიდენტს დასანიშნად წარუდგინა.
შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, ბექა დვალმა აღნიშნული პოსტი 2026 წლის 1 ივლისიდან უნდა დაიკავოს.
ისრაელში საქართველოს ელჩი 2025 წლის დეკემბრიდან მას შემდეგ აღარ ჰყავდა, რაც ზაზა კანდელაკი ისრაელში ელჩის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გამოიწვიეს
ბექა დვალის პროფესიული კარიერა ასეთია:
- 2026 წლის 1 ივლისიდან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში (წარდგენილი კანდიდატურა);
- 2022 წლის ნოემბრიდან დღემდე – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრალიის თანამეგობრობაში. ამავდროულად, 2023-2025 წლებში აკრედიტებული იყო ელჩად (რეზიდენციით კანბერა) შემდეგ ქვეყნებში:
- ახალი ზელანდია
- ფიჯის რესპუბლიკა
- ტუვალუ
- ტონგას სამეფო
- ვანუატუს რესპუბლიკა
- სოლომონის კუნძულები
- სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფო
- 2012 – 2022 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ამ პერიოდში ის ასევე ფარავდა (რეზიდენციით პრეტორია) აფრიკის 12 სხვა სახელმწიფოს (მათ შორის: მოზამბიკი, მავრიკი, ბოცვანა, მადაგასკარი, ზამბია, ზიმბაბვე, ნამიბია, ანგოლა, ლესოტო, ესვატინი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და მალავი);
- 2009 – 2012 – საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში;
- 2009 – საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
- 2008 – საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის მრჩეველი;
- 2004 – 2008 – აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი;
- 2000 – 2004 – საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველო (მესამე მდივანი, მეორე მდივანი, შემდგომ კი სამმართველოს უფროსი);
- 1999 – საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის სტაჟიორი.


























