ისრაელური ავიაკომპანია - El Al Israel Airlines, რომელიც საქართველოშიც დაფრინავს, მიმდინარე მოვლენების გამო მომხმარებლებს სპეციალურ ტარიფებს სთავაზობს.
მათი ცნობით, კომპანიამ ფასების კორექტირება მოახდინა. კერძოდ:
-ორ საათიანი ფრენები ისრაელიდან დანიშნულების ადგილამდე - 299 დოლარამდე ერთი გზა;
-ფრენები, რისთვისაც 2-6 საათია საჭირო, ისრაელიდან დანიშნულების ადგილამდე - 499 დოლარამდე ერთი გზა;
-ექვს საათიან ფრენებზე ზემოთ ისრაელიდან დანიშნულების ადგილამდე - 899 დოლარამდე ერთი გზა;
კომპანიის ცნობითვე, ისინი მოქნილები იქნებიან თარიღის ან დანიშნულების ადგილის გაუქმების ან შეცვლის, საფასურის ან დამატებითი ხარჯების მიმართულებით.