11, 12 და 13 სექტემბერს დაბადების დღესთან დაკავშირებით „ისთ ფოინთის“ სტუმრებს განსაკუთრებული ფასდაკლებები ელოდებათ.
როგორც BM.GE-ის „ისთ ფოინთიდან“ აცნობეს, 12 სექტემბერს დაბადების დღის სტუმრებს შოპინგთან ერთად საჩუქრები და ელენე კალანდაძის მუსიკალური გაფორმებაც ელით.
„ისთ ფოინთის ამბავი ზუსტად 5 წლის წინ დაიწყო. დღეს "ისთ ფოინთი" უკვე ქალაქია, შოპინგისა და გართობის 85 ათასი კვ.მ, რომელიც 250-მდე ბრენდს აერთიანებს, დასაქმებულია 3000-ზე მეტი ადამიანი და 5 წლის განმავლობაში სულ მცირე 40 მილიონ ადამიანს უმასპინძლეს 2015 წლიდან დღემდე”, - აღნიშნავენ კომპანიაში.