მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ისთ ფოინთის“ მეორე ფაზის მშენებლობა დაწყებულია - როდის დასრულდება გაფართოება?

64a421a15d3e3
თათია ჩაფიჩაძე
04.07.23 18:30
2996
“კვადრუმ ჯორჯიას” მარკეტინგის ხელმძღვანელის თეიკო ლომინაძის ინფორმაციით, 2025 წელს „ისთ ფოინთის“ მეორე ფაზის მშენებლობა დასრულდება. როგორც ლომინაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, პროექტი ქართული ბაზრისადმი საერთაშორისო ბრენდების ინტერესის გათვალისწინებით ხორციელდება. ჯამური ინვესტიციის მოცულობა 30$მლნ-ია.
ახალი სივრცე 15.000 კვ.მ კომერციულ ფართს მოიცავს.

„დინამიკა ძალიან პოზიტიურია, უკვე აღარ ვსაუბრობთ აღდგენაზე, დავუბრუნდით სტანდარტულ ბიზნეს მოცემულობას და ვედრებით იმ მონაცემებს, რაც პანდემიამდე იქნებოდა. დავიწყეთ უკვე „ისთ ფოინთის“ მეორე ფაზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 15 ათასს კვ.მ კომერციულ ფართს. ჯამური ინვესტიცია 30$ მლნ დოლარია. პროექტი დასრულდება 2 წელში, 2025 წელს იგეგმება გახსნა.

შეიძლება ითქვას, რომ მეორე ფაზის მშენებლობით „ისთ ფოინთი“ ამოიწურება. აქაც იქნება იგივე კონცეფცია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები, მომსახურების სერვისები და ა.შ. ანუ ლოგიკური გაგრძელება იმისა, რაც გვაქვს.

მშენებლობა დაიწყო იმ მოთხოვნის გათვალისწინებით, რაც ბაზარზეა, ვხედავთ ჩვენი პარტნიორებისგან, პოტენციური ბრენდებისგან ინტერესს, მათ სურთ ქვეყანაში შემოსვლა ან გაფართოება. რაც შეეხება რეგიონში გასვლას, ჩვენი ჯგუფის ფარგლებში, იგივე „დომინოს“ შემთხვევაში ცალსახად ვფიქრობთ გაფართოებას", - განაცხადა ლომინაძემ.

შოპინგისა და გართობის ქალაქი "ისთ ფოინთი" 72.000 კვ. მ-ს მოიცავს და 250-ზე მეტ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, ტექნიკისა და ავეჯის მაღაზიებს, ასევე კინოს, გასართობ ცენტრებსა და ჰიპერმარკეტებს აერთიანებს. ტერიტორია 3000-ზე მეტი მანქანისთვის არის გათვლილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები