მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ისთ ფოინთში” 15 000 მ² ტერიტორიაზე მეორე ფაზის მშენებლობა იწყება - ინვესტიცია $20 მლნ

6422bc666e02c
ნინი ლონგურაშვილი
28.03.23 12:12
2663
"ისთ ფოინთი" შოპინგისა და გართობის ქალაქია, რომელიც მოიცავს 72.000 კვ. მ-ს და აერთიანებს 250-ზე მეტ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, ტექნიკისა და ავეჯის მაღაზიებს, კინოს, გასართობ ცენტრებსა და ჰიპერმარკეტებს, ასევე პარკინგს 3000-ზე მეტი მანქანისთვის.

როგორც “კვადრუმ ჯორჯიას” მარკეტინგის ხელმძღვანელი BMG-სთან აღნიშნავს, "ისთ ფოინთში" მეორე ფაზის მშენებლობა იწყება. ახალი სივრცე მოიცავს 15.000 კვ.მ კომერციულ ფართსა და დამატებით 700 ადგილს პარკირებისთვის.

“ჩვენმა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ “ისთ ფოინთის” პროექტის ფარგლებში გავფართოვდეთ და მეორე ფაზის მშენებლობას ვიწყებთ. ვაშენებთ 15 000 კვ.მ. ტერიტორიაზე. ეს პროექტი თავდაპირველად ჩვენ 2019 წელს გვქონდა, თუმცა პანდემიამ შეგვაფერხა, მაგრამ დადებითმა პროგნოზებმა მოგვცა საშუალება უკვე დავიწყოთ მშენებლობა.

პრინციპი იქნება იგივე, რაც “ისთ ფოინთს” აქვს. ჩვენ ვსაუბრობთ დაახლოებით 20 მლნ დოლარის ინვესტიციაზე, რაც შეეხება თარიღს, ზუსტ დღეს ვერ ვასახელებთ, თუმცა მშენებლობას დაახლოებით 2 წელი მაინც დასჭირდება. აშენდება ერთიანი სივრცე, სადაც თავმოყრილი იქნება, როგორც საერთაშორისო ბრენდები, ასევე კვების ობიექტები.

დღეს რთულია დავასახელო კონკრეტული ბრენდი, რომელიც ახალ სივრცეში გამოჩნდება, თუმცა გეტყვით, რომ ინტენსიურად მიდის ახალ ბრენდებთან საუბარი, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ არ არიან“, აღნიშნა თეიკო ლომინაძემ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები