მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ისტორიაში პირველად, Gulf-მა ExxonMobil-ის ქარხანაში წარმოებული 30 000 ტონა ბენზინი შემოიტანა

გალფი

7 თებერვალს ფოთის პორტში ბელგიიდან, ანტვერპენის პორტიდან, 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა.

ფოთის პორტში ნავთობკომპანია Gulf-ის წარმომადგენელმა გივი ყაჭიურმა bm.ge-ს განუცხადა, რომ ეს საქართველოს საწვავის მომარაგების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ტვირთი ExxonMobil-ის ნავთობგადაამმუშავებელ ქარხანაში დაიტვირთა და ქვეყნის მიმართულებით დაახლოებით 5 500 კილომეტრი გაიარა.

"7 თებერვალს ფოთის პორტში ბელგიიდან, ანტვერპენის პორტიდან, შემოვიდა ტანკერი, რომელიც 30 000 ტონა ბენზინით იყო დატვირთული.

საქართველოს საწვავის მომარაგების ისტორიაში პირველად, ტვირთი დაიტვირთა ExxonMobil-ის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში და ქვეყნის მიმართულებით 5 500 კილომეტრი გაიარა.

მიწოდება მოიცავს G-Force Euro Regular (92), G-Force Premium (95) და G-Force Super (98) კატეგორიის საწვავს. დამოუკიდებელი ლაბორატორიული კვლევებით დადასტურებულია, რომ საწვავი სრულად შეესაბამება და აღემატება EN 228 ევროპულ ხარისხის სტანდარტს.

მთლიანი ტვირთი ეკუთვნის ნავთობკომპანია Gulf-ის ქსელს და უზრუნველყოფს Gulf-ის ავტოგასამართი სადგურების უწყვეტ და შეუფერხებელ მომარაგებას საქართველოს მასშტაბით", - განაცხადა ყაჭიურმა.

მისივე განმარტებით, ExxonMobil-ის წარმოებული 30 000 ტონა ბენზინი განთავსდა API 650 სტანდარტით დაპროექტებულ და აშენებულ რეზერვუარებში, რომლებიც შიდა მცურავი სახურავებით არის აღჭურვილი.

„აღნიშნული ტექნოლოგია ამცირებს ემისიებს, დანაკარგებს და გარემოზე მიყენებულ ზიანს. ყველა რეზერვუარი შიგნიდან დამუშავებულია სპეციალური საფარით, რაც პროდუქტის ხარისხის მაქსიმალურ შენარჩუნებას უზრუნველყოფს. შემდგომ ეტაპზე, კლიენტის ინსტრუქციის შესაბამისად, საწვავის გადატვირთვა მოხდება როგორც ვაგონ-ცისტერნებში, ასევე ტანკერებში, მოთხოვნილი მარშრუტის მიხედვით“, - აღნიშნა Gulf-ის წარმომადგენელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები