ცხადია, ამ კვირაში ეპილოგი ვერ და არ მიეძღვნება არავის სხვა, გარდა ილონ მასკისა და მისი ფენომენალური აქციების საჯარო განთავსებისა საფონდო ბირჟაზე რამაც კაცობრიობის ისტორიაში ახალი ფინანსურ და ტექნოლოგიურ ეპოქას მისცა დასაბამი. Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე SpaceX-ის პირველადმა საჯარო შეთავაზებამ (IPO) ყველა არსებული რეკორდი მოხსნა და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ $2.1 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ამ ისტორიულმა მოვლენამ არა მხოლოდ შეცვალა გლობალური საინვესტიციო სამყარო, არამედ კომპანიის დამფუძნებელი, ილონ მასკი, პლანეტის პირველ ოფიციალურ ტრილიონერად აქცია. არადა, არ ვიცი აკვირდებოდით თუ არა რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონება ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით $51.5 მილიარდით შემცირდა, რაც Tesla-ს აქციების მკვეთრ კლებას უკავშირდება. მიუხედავად Tesla-ს აქციების ვარდნისა, ზოგიერთი ანალიტიკოსი კომპანიის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი. მაგალითად, JPMorgan-მა Tesla-ს აქციების სამიზნე ფასი $475-მდე გაზარდა. ანალიტიკოსების შეფასებით, კომპანია ავტონომიური მართვისა და რობოტიკის მიმართულებით ლიდერის პოზიციას იკავებს და „ფიზიკური AI-ის“ განვითარების წინა ხაზზეა. კარგი, შევეშვათ ტესლას და დავუბრუნდეთ სპეის იქსს და ილონ მასკის ტრილიონერობას.უბრალოდ, მინდა წამოვიდგინოთ რასთან გვაქვს საქმე როცა საქმე ეხება ილონ მასკის სიმდიდრეს და მის ქონებას, და ეს არის დიახ, ეხლა ეკრანზე ხედავთ: ტრილიონ 100 მილიარდი დოლარი. თორმეტნიშნა და მოდი, დაახლოებითი ხარჯვა გამოვიყვანოთ ამ თანხისა, რითაც ეხლა არის შეფასებული ილონ მასკის ქონება ანუ წარმოვიდგნოთ ტრლიონ 100 მლიარდი დოლარი და მივუსადაგოთ ამ თანხას 100 წელი და წარმოვიდგონოთ რა შეიძლია 100 წლის განმავლობაში გააკეთოს ილონ მასკმა ტრილიონ 100 მლრდ დოლარით, დიახ 100 წლის განმავლობაში - დიახ,მასკმა რომ მოინდომოს ამ თანხის დახარჯვა ასი წლის მანძილზე მან უნდა გააკეთოს შემდეგი: დღეში უნდა დახარჯოს 59 მლნ 500.000 დოლარი, ან შეუძლია საათში 2 მლნ 480 000 დოლარი სადმე წაიღოს, სადაც უნდა თუნდაც გადაადგოს და გადაგდებაზე თუ მიდგა წუთში ერთხელ ანუ 100 წლის მანძილზე ყოველწუთიერად შეუძლია 41 ათას 360 დოლარი დახარჯოს ან გადააგდის. და იცით, ასეც დავთვალეთ თუ ილონ მასკი დღეში დახარჯავს მილიონ დოლარს ეს თანხა როგორც ის და მისი კომპანიებია შეფასებული მას ეყოფა 3000 წელი. მოკლედ, ყვავის ასაკი აკლია მარტო ლეგენდარულ ინვეტსორს და ბიზნესმენს. და ერთიც BMG-სგან, მასკმა ამ შედეგით ლეგენდარულ ჯონ როკფელერსაც გადაუსწრო რომლის ქონება თავის დროზე შეერთებული შტატების ეკონომიკის და მთლიანი შიდან პროდუქტის 2 შეადგენდა. ახალი შედეგით კი ილონ მასკის ქონება შეერთებული შტატების ჯიდპის 3% შეადგენს. როგორ ჟღერს როცა პლანეტის წამყვანი ეკონომიკის 3% ხელა შენს მიერ შექმნილი კომპანიებია და მათი აქტივები. და ბოლოს, წარმოვიდგინოთ წამროუდგენელი და ილონ მასკმა გაყიდა თავისი კომპანიები და ყველა აქცია სადაც კი რაიმე ეკუთვნის და გადაწყვიტა დედამიწის თითოეულ მოსახლეს დაურიგოს თანხა, 132 დოლარი არის თანხა რომელიც შეხვდება ყველას ამ დედამიწაზე.


































