ავსტრიის კურორტი ბად ჰოვგაშტაინი თავისი სპეციფიკით ძალიან ჰგავს საქართველოს ისეთ კურორტებს, როგორებიცაა მაგალითად საირმე ან ბორჯომი. თუმცა ავსტრიის ამ პატარა კურორტზე ინფრასტრუქტურა ბევრად განვითარებულია და ის ევროპელ დამსვენებელშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. კურორტი დატვირთულია 4-ვე სეზონზე და დამსვენებლის კომფორტისთვის ყველა წინაპირობაა შექმნილი. BMG საქმიანი ვიზიტით ზაფხულის სეზონზე ამ კურორტს და კურორტზე მდებარე სასტუმრო კურჰოტელ როშერს ესტუმრა, რომელიც უკვე თითქმის 1 საუკუნეა ოპერირებს და მისი მართვა როშერების ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემა. სულ ცოტა ხნის წინ სასტუმროს მენეჯმენტი როშერების ოჯახის მე-4 თაობამ გადაიბარა.
ანა კოსტინგერი - სასტუმრო kurhotel rauscher-ის მმართველი;