მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ISUZU-მ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას თერმოსკრინინგის თანამედროვე აპარატურა გადასცა

5ed73fa820b48
BM.GE
03.06.20 10:11
2638
ISUZU-მ და ISUZU-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში GT GROUP-მა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სამი ერთეული ტემპერატურის საზომი და სახის მაიდენტიფიცირებელი ავტომატური ტერმინალი გადასცეს.

"კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, GT GROUP-ს მიაჩნია, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვა და შესაბამისად, აუცილებელია კარგად გაკონტროლდეს თითოეული მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რადგან მათ ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ მოემსახურონ ასეულობით ადამიანს.

ამასთანავე, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი თერმოსკრინინგის მოწყობილობა საშუალებას მისცემს კომპანიის მძღოლებსა და ავტობაზის წამომადგენლებს სამუშაოს დაწყებამდე დისტანციურად და ოპერატიულად (0,2 წამი) შეძლონ სხეულის ტემპერატურის კონტროლი.

ტერმინალი მნიშვნელოვნად დააჩქარებს სიცხის გაზომვის პროცესს და გაზრდის ტემპერატურის მონიტორინგის სანდოობას (99 %)", - აცხადებენ კომპანიაში. 

თერმოსკრინინგისთვის განკუთვნილი აპარატების გადაცემა მოხდა თბილისის II ავტობაზაზე. პროცესს ესწრებოდნენ GT GROUP-ის გენერალური დირექტორი ლევან გოგსაძე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი და ავტობაზის წამომადგენლები.

ტემპერატურის საზომი და სახის მაიდენტიფიცირებელი ავტომატური ტერმინალი (Temperature Measurement Face Recognition Terminal (Auto) ) ეს არის ISUZU-სა და GT GROUP-ის ერთობლივი საჩუქარი საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დასაცავად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები